„რესპუბლიკელებისა“ და „ოცნების“ კავშირი დასასრულს მიუახლოვდა

© Parliament of Georgiaდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახდა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. „რესპუბლიკური პარტია“, ფაქტობრივად, ასრულებს კოალიციურ თანამშრომლობას პარტნიორებთან მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

„ვართ ამაყი, რომ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას სჭირდება გაცილებით მეტი. ჩვენ შევძელით, რომ დაგვეხსნა ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოში შეუქცევადად დამყარდეს მრავალპარტიული, დემოკრატიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება“, — განაცხადა უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.

თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამ დღეებში თანამდებობას დატოვებს

მან აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ ბრძოლაში პირველობის პრეტენზია აქვთ.

იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთონ, ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომლებიც “რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან, დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გიგლა აგულაშვილს, რომელიც ასევე „რესპუბლიკელი“ იყო, მან პარტიის დატოვება გადაწყვიტა. ის თანამდებობაზე რჩება.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: განქორწინება ევროპულად

„ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობებზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. ”ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ის აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველ ნომრად დაასახელეს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი ცესკოში უკვე 54-მა პარტიამ შეიტანა. აქედან რეგისტრაცია 17-მა პარტიამ გაიარა.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0