მექსიკის კინოფესტივალზე აჩვენებენ ქართულ ფილმს სიყვარულსა და ძალადობაზე

© FB/ Фильм "Лета"ფილმი "ლეთა"
ფილმი ლეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „ლეთა“ სიყვარულსა და ძალადობას შორის ფაქიზ ზღვარზე მოგვითხრობს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „ლეთა“ მექსიკაში გუანაჰუატოს საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, კინოფესტივალი 22-31 ივლისს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება მთელი მსოფლიოს რეჟისორების მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.

სხვისი სახლი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმმა კარლოვი ვარში გრან-პრი აიღო

ფილმი „ლეთა“ 2015 წლის თებერვალში ლაგოდეხის რაიონში გადაიღეს. მასში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი მიხეილ გომიაშვილი ასრულებს.

გომიაშვილი მარტოხელა მხედრის როლს ასრულებს, რომელიც მდინარის ნაპირზე ხეტიალისას შემთხვევით უცნაურ, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში მოხვდება. უსიტყვო ფილმში (ფილმის დასაწყისში მხოლოდ ერთ მონოლოგს თუ არ ჩავთვლით) წამოწეულია სიყვარულის, ძალადობისა და მათ შორის ფაქიზი ზღვრის თემა.

ოსკარი - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ პრემიაზე წარსადგენად საქართველოში ფილმების შერჩევა დაიწყო

„ლეთაში“ გადაღებულია 50-მდე მსახიობი. მათი უმრავლესობა ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობია.

„ლეთას“ პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა.

დეა კულუმბეგაშვილი ლაგოდეხის მკვიდრია. ის 2011 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

გუანაჰუატოს საერთაშორისო კინოფესტივალი მექსიკაში უკვე მეცხრამეტედ გაიმართება. კინოფორუმი დამწყები ნიჭიერი შემოქმედი ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთელ ლათინურ ამერიკაში.

ოფიციალური პროგრამის გარდა კინოფესტივალზე გაიმართება კონფერენციები, მასტერ-კლასები, პრეზენტაციები, ასევე ფორუმი ერთობლივი კინოწარმოების საკითხებზე.

ყველა ახალი ამბავი
0