ბათუმს ავიარეისების უპრეცედენტო რაოდენობა ელოდება

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავია რეისი განხორციელდა,ივლისის თვეში კი ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიარეისი განხორციელდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ავიარეისს მიიღებს. მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებიდან განხორციელდება.

ფრენები ძირითადათ დაგეგმილია  რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ირანიდან, იუწყებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის  აეროპორტში სულ 788 ავიარეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით 34,9%-ით მეტია.

ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-მაისში ბათუმის აეროპორტში  32,95% —ით გაიზარდა და 54 429 ადამიანი შეადგინა. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
დუბაიდან ბათუმში პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა

ბათუმის მიმართულებით განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის ფრენები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.

მისი სიტყვებით, ეს წინსვლა ყველა პასუხისმგებელი ორგანოს — აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, Tav Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ჩვენ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 11 სამიზნე ქვეყანაში ვაწარმოებთ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს. შედეგები კი განსაკუთრებით კარგად ჩანს ყაზახეთისა და ისრაელის მაგალითზე“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმი დასასვენებელი ფავორიტი ქალაქების სამეულშია

თუკი გასულ წელს ყაზახეთიდან საერთოდ არ გვქონდა ფრენები წელს ორი ახალი ავიაკომპანია ყაზახეთის 6 მსხვილი ქალაქიდან ანხორციელებს ფრენებს. ორი ახალი ავიაკომპანია დაგვემატა ისრაელიდან და წელს პირველად ფრენები დაიწყო ასევე არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდანაც, განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.

2012 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 სამიზნე ქვეყანაში (პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი) ანხორციელებდა მარკეტინგულ კამპანიებს, დღეს ეს ციფრი კი 11-მდეა გაზრდილი.

ყველა ახალი ამბავი
0