ბათუმი დასასვენებელი ფავორიტი ქალაქების სამეულშია

გამოწერა
ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ დასვენება, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე იაფად მინსკში შეიძლება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბათუმი პოპულარული კურორტების ტოპ-სამეულში აღმოჩნდა, სადაც ბავშვებთან ერთად საზაფხულო სეზონის პიკის დროს დასვენება შეიძლება.

სად ისვენებენ რუსი ტურისტები ოჯახებთან ერთად, სასტუმროების საძიებო ინტერნეტ-რესურსმა RoomGuru.ru გამოარკვია. რეიტინგი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის მონაცემებით შედგა.

ტურისტები - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ეწვია

რუსული ინტერნეტ-რესურსის კვლევით, ბათუმის გარდა 10 საზღვარგარეთულ კურორტს შორის მოხვდა ლიმასოლი, ბუდვა, დუბროვნიკი, სოხუმი, ბურგასი, სალონიკი, ირაკლიონი, ბარსელონა და იურმალა.

როგორც RoomGuru.ru აღნიშნავს, ზღვისპირა კურორტებზე ზაფხულში რუსეთის მოქალაქეები ოჯახთან ერთად საშუალოდ 10 დღით მიემგზავრებიან და საშუალოდ 5,6 ათას რუბლს ხარჯავენ დღე-ღამეში.

ბათუმში რუსი ტურისტები საშუალოდ ორი კვირით ჩადიან და დღე-ღამეში საშუალოდ 3,2 ათას რუბლს ხარჯავენ.

ყველა ახალი ამბავი
0