დუბაიდან ბათუმში პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა

გამოწერა
პირდაპირი ფრენები 30 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. არაბულმა ავიაკომპანიამ “Air Arabia”  დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა, ნათქვამია  TAV Georgia-ს განცხადებაში.

პირდაპირი ფრენები 30 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. საზაფხულო სეზონის პიკზე იგეგმება ფრენების სიხშირის ორჯერ გაზრდა — კვირაში ოთხჯერ. ფრენები  A-320 ტიპის ავიახომალდით განხორციელდება.

არაბული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 2014 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.

მცირებიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia 2003 წელს შეიქმნა. ამჟამად ის 26 ავიახომალდით 100-ზე მეტი მიმართულებით ფრენებს ასრულებს.

2005 წლის 1 ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 22 წლის ვადით TAV-URBAN Georgia LLC-ის მართველობაში გადავიდა, ბათუმის აეროპორტი  კი 20 წლის ვადით.

ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ავიარეისებს თბილისსა და ბათუმს შორის SkyBus-ი განახორციელებს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. შიდა და საერთაშორისო რეისების მომსახურების გარდა, აეროპორტი ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში ადგილობრივ ავიაფრენებს ემსახურება.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში TAV Holding-მა უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა.


ყველა ახალი ამბავი
0