ავიარეისებს თბილისსა და ბათუმს შორის SkyBus-ი განახორციელებს

ბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახური ავიაკომპანია ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით 27 სექტემბრამდე იფრენს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია SkyBus-ი 24 ივნისიდან საქართველოში შიდა რეისების — ბათუმი-თბილისი-ბათუმი — განხორციელებას დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ავიარეისები 27 სექტემბრამდე ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და შაბათობითაა დანიშნული. ფრენები განხორციელდება 50-ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

თვითმფრინანვი - Sputnik საქართველო
საქართველო სულ უფრო მომხიბლავი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის

SkyBus-ი 2 ივნისიდან კვირაში ერთხელ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩარტერულ ავიარეისს ასრულებს, ეს რეისები ზაფხულის პერიოდში შესრულდება.

ავიარეისები სრულდება შემდეგი მიმართულებებით: აქტობე-ბათუმი-ასტანა, კიზოლორდა-ბათუმი-აქტობე, შინკენტი-ბათუმი-კიზოლორდა, აქტაუ-ბათუმი-შინკენტი, ატირაუ-ბათუმი-აქტაუ, ყარაგანდა-ბათუმი-ატირაუ, კოსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა, ასტანა-ბათუმი-კოსტანაი.

ნატახტრიდან ბათუმში კვირაში სამჯერ (სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას) 21 ივნისიდან ქართული ავიაკომპანია „სერვისეარის“ თვითმფრინავები იფრენს. რეისზე 17-ადგილიანი საჰაერო ხომალდებია დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0