თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს რუსეთთან ექნება დიალოგი, თუმცა ეს არ იქნება დამყარებული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს სახით სტაბილურად ძლიერი მეზობელი ბევრად მნიშვნელოვანია.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
"ჩვენ გვექნება დიალოგი, დამყარებული არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ როგორც საქართველოს ისე რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება დღეს, მაგრამ ჩვენ სტაბილურად ვაძლიერებთ ჩვენ ქვეყანას, ამ მიმართულებით", — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი უნდა დაარწმუნოს ყველამ, რომ როგორც ნატო, ასევე საქართველო არ წარმოადგენლს საფრთხეს მისთვის.
„ყველამ ერთად უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ როგორც ნატო, ასევე საქართველო არ წარმოადგენლს საფრთხეს მისთვის, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არ არის მიმართული ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ მიმართულია სტაბილურობისაკენ. ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების და პროცესების გაღრმავებისაკენ, მიმართულია იქეთკენ, რომ რუსეთის სამხრეთ საზღრები, რომელსაც წარმოადგენს საქართველო იყოს უფრო მდიდარი, მტკიცე და სტაბილური. ასეთი საქართველო საშიში კი არ არის რუსეთისთვის, რუსებმა, რომ რაცინალურად შეხედონ ამ პროცესს, ასეთ საქართველოსთან თანაშრომლობდა და კეთილმეზობლობა, იმის მერე, რაც გადაწყდება ჩვენი ტერიტორიული პრობლემები, ბევრი დადებითის მომტანია რუსეთის ფედერაციისთვის", — განაცხადა მარგველაშვილმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.