ნატო რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ინიციატივით გამოდის

© photo: Sputnik / Дмитрий Астахов / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ გვსურდა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და არა მხოლოდ რუსეთი-ნატოს საბჭოს ფორმატში, განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ნატოს მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება სურს, რომლის გამართვაც არა მხოლოდ რუსეთი-ნატოს ფორმატში შეიძლება, განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონცერენციაზე გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
მედვედევი: "მესამე მსოფლიო შეჯახება" არავის უნდა

„ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი არა მხოლოდ რუსეთ-ნატოს საბჭოს ფარგლებში გვსურს“, — განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მისი სიტყვებით, მიუხედავად უკრაინასა და ყირიმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთთან გართულებული ურთიერთობებისა, „პოლიტიკური დიალოგისთვის არხები გახსნილი იყო“, თუმცა დღეს ამის დეფიციტი შეიმჩნევა.

„რუსეთი-ნატოს საბჭო ჩვენ რუსეთტან დიალოგის გაუმჯობესებაში გვეხმარება“, — დასძინა სტოლტენბერგმა.


ყველა ახალი ამბავი
0