მედვედევი: "მესამე მსოფლიო შეჯახება" არავის უნდა

© photo: Sputnik / Дмитрий Астахов / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული უსაფრთხოების სისტემაში გარკვეული პრობლემებია, საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა და არა კონფრონტაცია, მიაჩნია რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსю

თბილისი, 13 თებერვალი  – Sputnik. ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემაში განსაზღვრული პრობლემებია და არ არის საჭირო საქმის „მესამე მსოფლიო შეჯახებამდე“ მიყვანა, რათა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაში დარწმუნდე, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა.

„დიახ, ამ სისტემაში დღეს გარკვეული პრობლემებია. ნუთუ ჩვენ კიდევ ერთი, მესამე მსოფლიო შეჯახება გვინდა, რომ დავრწმუნდეთ თუ რამდენად აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა და არა კონფრონტაცია?“, — განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მედვედევმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე აშენდა და მსოფლიოы 70 წელზე მეტხანს გლობალური კონფლიქტების გარეშე ცხოვრების საშუალება მისცა, რადგანაც მისი პრინციპები ყველასთვის გასაგები იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0