მეჭიაური: საქართველომ და რუსეთმა სჯობს, წინაპირობების გარეშე დაიწყონ საუბარი

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ამისთვის მომზადება და დროა საჭირო.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. „ქართული ოცნების“ დეპუტატ თამაზ მეჭიაურს მიაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყონ საუბარი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან უნდა გამოვიდეს

„ალბათ სჯობს, წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკება და ალბათ უკვე მერე გამოიკვეთება საკითხთა ის წრე, რომელზეც შეიძლება გაგრძელდეს ან არ გაგრძელდეს უფრო მაღალი დონის შეხვედრა“, — განაცხადა მეჭიაურმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ამისთვის მომზადება და დროა საჭირო.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა. 2008 წლიდან თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0