პრემიერი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან უნდა გამოვიდეს

© photo: Sputnikგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა არა კომპრომისების, არამედ კონსტრუქციული მიდგომის ხარჯზე.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომით. 

„ვფიქრობ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩიხში არის შესული და ვფიქრობ, რომ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. მაგრამ… არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, რომ მომავალში შესაძლებელია თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრა, ადეკვატური უწოდა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგასთან შეხვედრას არ გამორიცხავს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ამისთვის მომზადება და დროა საჭირო.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა. 2008 წლიდან თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.


ყველა ახალი ამბავი
0