საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგასთან შეხვედრას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დისკუსიებს იმისთვის იყენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისიდან გამოვიდეს, მომავალში კი გამორიცხული არაა, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ორმხრივი შეხვედრა გაიმართოს.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არ გამორიცხა, რომ შესაბამისი ვითარებისა და აუცილებელი მომზადების შემთხვევაში მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან მისი შეხვედრა გაიმართოს.

„შესაბმისი ვითარებისა და მომზადების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ შეხვედრა გაიმართოს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ვცდილობთ, საერთაშორისო დისკუსიები და აბაშიძე-კარასინის ფორმატი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, რათა დაძაბულობის დონე შემცირდეს…“ — განაცხადა ჯანელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, სახელმწიფო შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურად მუშაობს, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უზრუნველყოფილი იყოს. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე გვახსენებს, რისთვისაა საჭირო რუსეთთან არაფორმალური დიალოგი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ამისთვის მომზადება და დროა საჭირო.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა. 2008 წლიდან თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.


ყველა ახალი ამბავი
0