აბაშიძე გვახსენებს, რისთვისაა საჭირო რუსეთთან არაფორმალური დიალოგი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში დიალოგი თავისუფალ, არაფორმალურ ფორმატში მიმდინარეობს და ყველა საკითხი წინასწარ თანხმდება საქართველოს პრემიერ–მინისტრთან.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. პრაღაში რუსეთთან მოლაპარაკებები — არაფორმალური დიალოგია, რომელიც არ მოიაზრებს შეთანხმებების მიღწევას, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი აბაშიძე-კარასინის ფორმატის დაზუსტების წინადადებით გამოდის

პრაღაში 16 მარტს ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოში იზრდება პროვოკაციული, ანტირუსული რიტორიკა, რომელიც უკვე ოფიციალური პირებისგან ისმის. ამის პასუხად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აბაშიძე–კარასინის დიალოგის ფორმატის დაზუსტების წინადადება წამოაყენა, სადაც არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხები უნდა განიხილებოდეს.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგის ფორმატი. იქ მონაწილეები ვალდებულებებს არ ვიღებთ, არც რაიმე დოკუმენტი ფორმდება და დიალოგი მიმდინარეობს თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ ხშირად, როდესაც ისმება კითხვა – რაზე მოილაპარაკეს პრაღაში — არ არის მთლიანად მართებული, იმიტომ რომ იქ ვერაფერზე მოვილაპარაკებთ“, — განაცხადა აბაშიძემ ბრიფინგზე.

ქართული მხარის ამოცანა პრაღაში მოლაპარაკების შემდეგ შესაბამისი უწყებისთვის ინფორმაციის გადაცემაა. ასე იქცევა რუსული მხარეც, აღნიშნა აბაშიძემ.

ამას გარდა, სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ კარასინთან შეხვედრამდე განსახილველ საკითხებს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ათანხმებს.

„ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე და ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით. ასეთივე პირადი სახის მოსაზრება, ბუნებრივია, შეუძლია გამოთქვას ჩემმა რუსმა კოლეგამ. ეს არის რთული დიალოგი, მწვავე დისკუსია, რაც ასეთი არაფორმალური ფორმატისთვის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა“, — აღნიშნა აბაშიძემ.

ხედი გორგასალის ძეგლზე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა მტკივნეულად აისახება საქართველოზე

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. აბაშიძე–კარასინის შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0