აბაშიძე: რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა მტკივნეულად აისახება საქართველოზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი გორგასალის ძეგლზე
ხედი გორგასალის ძეგლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა 16 მარტს პრაღაში შედგა. 2008 წელს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ პრაღაში შეხვედრები რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის ერთადერთი ფორმატია.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პრაღის ფორმატზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, გაზრდის პრობლემების მასშტაბებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრაღიდან დაბრუნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა 16 მარტს პრაღაში შედგა. 2008 წელს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ პრაღაში შეხვედრები რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის ერთადერთი ფორმატია. 

"დიალოგზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, გაზრდის პრობლემების რაოდენობას, მასშტაბებს და ეს ჩვენ ქვეყანაზე და ყველა ჩვენგანზე მტკივნეულად აისახება", — განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა არ მზადდება

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.


ყველა ახალი ამბავი
0