პრეზიდენტი აბაშიძე-კარასინის ფორმატის დაზუსტების წინადადებით გამოდის

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია, რათა მასზე პოლიტიკურ თემატიკასთან დაკავშირებით საუბრები არ მიდიოდეს, მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილი.

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი აუცილებლად უნდა გადაიხედოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა არ მზადდება

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში 16 მარტს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკა მატულობს, რომელიც ოფიციალური პირების მხრიდან ისმის.

„გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ და საკადრისი პასუხი… პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, რათა ჩვენ ვიცოდეთ რომ იქ საუბრები არ მიდის პოლიტიკურ თემატიკასთან დაკავშირებით, ან იმაზე, როგორი უნდა იყოს ქართული მხარის რიტორიკა. და, მეორე — ასეთი ტიპის განცხადებებს, თუ ის პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი ამ პრაღის ფორმატშივე“, — განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ  გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. აბაშიძე–კარასინის შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0