დღეს თბილისში ფოლკლორული ფესტივალი "არტ-გენი" იწყება

© photo: Festival "Art Gene" / FBფესტივალი არტგენი
ფესტივალი არტგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი „არტ-გენი“ ქართული ხალხური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. დღეს ხალხური შემოქმედების ფესტივალის „არტ-გენი 2016“ —ის დასკვნითი ნაწილი ღია ცის ქვეშ გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. ფესტივალმა, რომელიც 17 ივლისამდე გასტანს, კონცერტებითა და გამოფენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონი უკვე  შემოიარა – ქობულეთი, ბოლნისი და სურამი.

ღონისძიებების სტუმრებს შესთვაზეს სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის „შავფაროსნების“ კონცერტები, ასევე ხალხური რეწვის ნაკეთობათა გამოფენა და ტრადიციული ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია.

თბილისში ფესტივალის რვა დღის განმავლობაში გამოვლენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ (10 ივლისი), ნინო ქათამაძე& Insight (16 ივლისი), ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ (17 ივლისი).

სომხური ტოლმა - Sputnik საქართველო
თბილისში ფესტივალი „ტოლმა-2016“ გაიმართება

„არტ-გენის“ მუსიკალური ნაწილის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ჯგუფების „გამოუვალი მდგომარეობა“, Outsider, Reggaeon, „ფრანის“ და „ჩვენებურების“ კონცერტები.

გარდა ამისა, ფესტივალზე ხალხური რეწვისა და თანამედროვე შემოქმედების გამოფენები გაიმართება, ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორი.

იაპონური ცეკვები - Sputnik საქართველო
თბილისი იაპონურ ზაფხულის ფესტივალს „ნაცუ–მაცურის“ უმასპინძლებს

„არტ-გენი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება.

ფესტივალის მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერების, ხალხური მედიცინისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0