თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისში კვირას სომხური ტოლმის ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი „ტოლმა-2016“ გაიმართება, სადაც შესაძლებელი იქნება საკუთარი კულინარიული შესაძლებლობების ჩვენება და ეროვნული კერძის დაგემოვნება.
ღონისძიება მეტრო „ავლაბართან“, „სურბ–ეჩმიაძინის“ ეკლესიის ეზოში 13:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება მზა ტოლმის სხვადასხვა სახეობის წარდგენა. მისასალმებელია სიახლეები და იმპროვიზაციები, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„ავტორიტეტული ჟიური შეაფასებს კერძის როგორც გემოს, ისე გარეგნულ სახესა და მიწოდების ფორმას. კონკურსის გამარჯვებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. დღესასწაული სიმღერებისა და ცეკვების ფონზე გაიმართება“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
ამ დროისთვის ტოლმის კონკურსზე განაცხადი უკვე შეიტანა 25-მა ადამიანმა. თუმცა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მონაწილეთა რაოდენობა შეუზღუდავია.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის რეზიდენციის ხელმძღვანელისა და ცენტრ „აიართუნის“ ხელშეწყობით.
ფესტივალ-კონკურსი თბილისში წელს უკვე მეოთხედ იმართება.