თბილისი იაპონურ ზაფხულის ფესტივალს „ნაცუ–მაცურის“ უმასპინძლებს

© Flickrიაპონური ცეკვები
იაპონური ცეკვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ იაპონური ცეკვები, იაპონური კალიგრაფიის გამოფენა, ეროვნული ნუგბარი და მრავალი სხვა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. იაპონური ზაფხულის ფესტივალი „ნაცუ–მაცური“ თბილისში, „გარდენ–ჰოლში“ 30 ივლისს გაიმართება, აღნიშნულია იაპონური ენისა და კულტურის „ფეისბუქის“ გვერდზე. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კოსპლეის კონკურსი (ონლაინ–თამაში), იაპონური ცეკვების წარმოდგენა, იაპონური კალიგრაფიის – შოდოს გამოფენა, ორიგამის ხელოვნება, ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების არტ–კუთხეები.

შუ კუბო - Sputnik საქართველო
თბილისში იაპონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება

გარდა ამისა, ფესტივალზე მოძრავი კიოსკებით იაპონურ ეროვნულ კერძს – იატაის შესთავაზებენ, ასევე შესაძლებელი იქნება იაკიტორის, ტაკოიაკის, იაპონური ნამცხვრის, ცნოობილი იაპონური ნაყინის  – მატჩას დაგემოვნება.

საგანმანათლებლო კუთხეში წარადგენენ ინფორმაციას იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის, ასევე გაცვლითი პროგრამის  Chikyujin შესახებ.

„ნაცუ–მაცურიზე“ გამოვა იაპონელი შემსრულებელი Sana.

„გარდენ–ჰოლი“ მდებარეობს ილიას ბაღში – დავით აღმაშენებლის №73.

ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გასტანს.

ფესტივალის ორგანიზატორია იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი.


ყველა ახალი ამბავი
0