თბილისში იაპონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება

© Facebook.com/shu.kuboშუ კუბო
შუ კუბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუ კუბო მსოფლიოში აღიარებული იაპონიის თანამედროვე ხელოვნების ოსტატია. მან შეიმუშავა შერეული ტექნიკა – იყენებს პასტელისა და აკრილის საღებავს, ქსოვილს, ქვიშას.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 4-11 ნოემბერს თანამედროვე იაპონელი მხატვრის შუ კუბოს პერსონალური გამოფენა გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

შუ კუბო მსოფლიოში აღიარებული იაპონიის თანამედროვე ხელოვნების ოსტატია. ხელოვანის მუშაობის სპეციფიკას იაპონური ქაღალდი,,ვაში“ წარმოადგენს. მხატვარი თითო ფურცელზე საჭრისის გამოყენებით ქმნის ნახატს. მან შეიმუშავა შერეული ტექნიკა – იყენებს პასტელისა და აკრილის საღებავს, ქსოვილს, ქვიშას. ხშირად,,ვაშის“ არაერთი ფენის საშუალებით ქმნის სამგანზომილებიან გამოსახულებას.  

 მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემაა,,იაპონიზმი ქაღალდზე“. მან მოიარა იაპონია და თავის ნამუშევრებში თითოეული სეზონის დამახასიათებელი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.

 „დღეს, შუ კუბო იაპონიის კულტურის დესპანია. მხატვარი იაპონიასა და საზღვარგარეთის ქვეყნებს (ესპანეთი, პორტუგალია, ფილიპინები, მალაიზია, უკრაინა, რუსეთი, ირანი, კუბა) შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად გამოფენებსა და ვორკშოფებს მართავს“, — ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0