ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში გაძლიერდება

© Courtesy of NATOНАТО
НАТО - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭიროების შემთხვევაში ნატო მზადაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში შავი ზღვისპირა სახელმწიფოების ძალისხმევას მხარი დაუჭიროს.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik.  შავ ზღვაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთნ თანამშრომლობას გააძლიერებს, ნათქვამია ვარშავაში ნატოს სამიტის შედეგებზე კომუნიკეში.

2016 წლის იანვარში ნატოს ძალების მიერ საზღვაო პატრულირების შემოღების ინიციატივით რუმინეთი გამოვიდა. სავარაუდოდ, პატრულირებაში მონაწილეობას ალიანსის წევრი-ქვეყნები მიიღებენ-რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა შეუერთდეს ამ ინიციატივას.

„შავიზღვისპირა რეგიონში ბოლო წლებში უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაცია გაუარესდა. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონში მოვლენების განვითარების დაკვირვებას, და ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიდგომებსა და პოლიტიკაში. საჭიროების შემთხვევაში გავაგრძელებთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში შავი ზღვისპირა სახელმწიფოების ძალისხმევის  მხარდაჭერას. ასევე ამასთან დაკავშირებით გავაძლიერებთ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან“,-ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველო–ნატოს კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო
ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს თავდაცვის მინსიტრმა თინათინ ხიდაშელმა შეაფასა მიღებული კომუნიკე.

„საქართველოსთან მიმართებაში საუბარია ე.წ. „სამი ზღვის უსაფრთხოების“ პარაგრაფებში, სადაც ნატო საუბრობს ბალტიის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ — ამ სეგმენტში საქართველო სრულფასოვანი მონაწილეა. კომუნიკეთი გამეორებულია და დადასტურებულია ის, რაც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ სხდომაზე უკვე ითქვა, რომ საქართველო იქნება თანამონაწილე ამ უსაფრთხოების სისტემის“,-ციტირებს ხიდაშელის სიტყვებს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

კომუნიკეში ასევე საუბარია იმაზე, რომ  ალიანსის ღია კარების პოლიტიკა უცვლელი რჩება. ნატო მოუწოდებს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, და ასევე მაკედონიას რეფორმების განხორციელება განაგრძონ, რომლებიც ალიანსის წევრობისთვის მომზადებისას არის საჭირო.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო ნატოს წევრი MAP-ით გახდება, როგორც პროცესის შემადგენელი ნაწილი. დღეს ჩვენ მხოლოდ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, და ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც 2008 წლიდან არის მიღწეული“,-ნათქვამია კომუნიკეში.

ირინე იმერლიშვილი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო მზადაა, ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობა განაგრძოს

ნატოს წევრ-ქვეყნებმა ასევე აღნიშნეს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება, ნათქვამია დოკუმენტში.

ალიანსმა მოუწოდა საქართველოს განაგრძოს საქართველო-ნატოს კომისიის ფარგლებში,  ნატოსთან დაახლოებისათვის საჭირო საშუალებების გამოყენება, ყოველწლიური ნაციონალური გეგმის და ღონისძიებათა პაკეტის, რომლებიც ქვეყანას ალიანსის წევრობისკენ მის მისწრაფებას ხელს უწყობენ.

ნატოს წევრ- ქვეყნებმა საქართველოს წვლილს მაღალი შეფასება მისცეს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში, ასევე ავღანეთის მისიში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ (Resolute Support).

კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიესალმება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის არგამოყენების თვალსაზრისით. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აბხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, ასევე შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო ნიშნების აღმართვა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ წევრი. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტში ნატოს წევრ-ქვეყნების მეთაურების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის პირობით საქართველო მომავალში ნატოს წევრი შეიძლება გახდეს. უელსში 2014 წლის 4-5 სექტემბერს მიმდინარე სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსის წევრობისკენ მის მისწრაფებაში.


ყველა ახალი ამბავი
0