საქართველო მზადაა, ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობა განაგრძოს

© FB/Георгий Маргвелашвилиირინე იმერლიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
ირინე იმერლიშვილი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გააგრძელებენ თუ არა ქართველი სამხედროები მისიაში მონაწილეობას 2016 წლის მერე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნატო თავის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველო მზადაა, ნატოს სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) მონაწილეობა განაგრძოს, განუცხადა ჟურნალისტებს ვარშავაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის მსვლელობისას, შაბათს განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, 2016 წლის შემდეგ ავღანეთში არასაომარი მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ გაგრძელდება. 

„ცალსახად აღინიშნა, რომ ტერორიზმთან ერთიანი ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია…  საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ საქართველო იქნება მზად, გააგრძელოს მისია იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც დღეს გვყავს ავღანეთში,“ — განაცხადა ირინე იმერლიშვილმა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
2016 წლის შემდეგ ნატოს მისია ავღანეთში გაგრძელდება

ავღანეთი ნატოს წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებას საჭიროებს, და ალიანსმა ეს დახმარება უნდა გააგრძელოს, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

„ამ პერიოდში ავღანეთმა, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, ასევე ეკონომიკის განვითარებისა და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ალიანსმა და მისმა პარტნიორებმა მისი დახმარება უნდა გააგრძელონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანელიძემ.

დასჭირდება თუ არა პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ქართველი სამხედროების მისიაში მონაწილეობისთვის, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ალიანსის გადაწყვეტილების ოფიცილურ ტექსტს გამოაქვეყნებენ.

საქართველო–ნატოს კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო
ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებაში დაეხმარება

„პარლამენტის მიერ მიღებული აქტი, რომელიც ორი წლის წინ გამოიცა, არანაირ ვადებს არ ითვალისწინებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მის დასრულებამდე მონაწილეობს. როცა დღევანდელი გადაწყვეტილების ტექსტი გამოქვეყნდება, ვნახავთ, როგორი ფორმულირება იქნება და აქედან გამომდინარე გადაწყდება, საჭირო იქნება თუ არა პარლამენტის რატიფიკაცია“, – განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. 

მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. დღეისათვის ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 13 ქალია.

ყველა ახალი ამბავი
0