2016 წლის შემდეგ ნატოს მისია ავღანეთში გაგრძელდება

© сайт министерства обороны Грузииქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“, რომელშიც ქართველი სამხედროები მონაწილეობენ, 2016 წლის შემდეგ გაგრძელდება.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, 2016 წლის შემდეგ ავღანეთში არასაომარი მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) გაგრძელდება. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2016 წლის შემდეგ პერიოდში განვაგრძოთ ჩვენი მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ მოქნილი რეგიონული მოდელის საშუალებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. 

საქართველო–ნატოს კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო
ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებაში დაეხმარება

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. 

მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. დღეისათვის ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 13 ქალია.


ყველა ახალი ამბავი
0