საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბის აშენებას გეგმავენ

© сайт департамента автодорог Грузииსაევაკუაციო დერეფნის მშენებლობა
საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიური კატასტროფების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო გზაზე საავტომობილო მოძრაობის სირთულეების თავიდან ასაცილებლად გვირაბის აშენებას გეგმავენ, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

თბილისი. 8 ივლისი — Sputnik. დარიალის ხეობაში ტრანსპორტის გადაადგილებისთვის გვირაბის აშენებაა საჭირო, რომელიც ღვარცოფული და მეწყრული ნაკადების ჩამოწოლის ზონას სხვა მხრიდან შემოუვლის. ამის შესახებ  "Новости-Грузия"-სთან საუბარში განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპატამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.

„ღვარცოფის ჩამოწოლის შემდეგ დარიალის ხეობაში მოძრაობა აღდგენილია. თუ არ მოხდება ღვარცოფი ან ჩამოშლა, როგორც 2014 წელს, მაშინ გზა იფუნქციონირებს. მანამ სანამ ისევ არ მოხდება ბუნებრივი კატასტროფა. ნებისმიერ შემთხვევაში თავი უნდა დავიზღვიოთ და პრობლემის გადასაჭრელად უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მივიღოთ. გვირაბის მშენებლობას ვგულისხმომ“,- განაცხადა სეთურიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ „გვირაბი სტიქიური მოვლენების ეპიცენტრს შემოუვლის და ამ ზონაში უსაფრთხო მოძრაობის შესაძლებლობას მოგვცემს“.

სეთურიძის სიტყვებით, ბოლო წლებში ტერიტორია, რომელიც დარიალის ხეობაში დევდორაკის მყინვარს უერთდება, ძალიან საშიში გახდა, იქ ღვარცოფები და მეწყრები გახშირდა.

„დამამშვიდებელი პროგნოზის იმედი არ უნდა გვქონდეს. პრობლემებს მხოლოდ გვირაბი აგვაცილებს. განიხილება რამოდენიმე ვარიანტი, თუმცა ჩვენ გვირაბისკენ უფრო ვიხრებით და ძალიან მალე მთვრობის დავალებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“,-განაცხადა სეთურიძემ.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
ახალი ამბები სამხედრო გზაზე არსებული ვითარების შესახებ. არის ღვარცოფის საშიშროება

საგზაო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ თუ გვირაბის მშენებლობის საკითხი უახლოეს დროში გადაწყდება, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გვირაბის მშენებლობა ღვარცოფების ახალი სერიის დადგომამდე დასრულდეს.

23 ივნისს დევდორაკის მყინვარის ძირში საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეძთზე დიდი ღვარცოფი ჩამოწვა. მდინარე თერგი ნაპირებიდან გადმოვიდა და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი გაანადგურა(134-135 კმ).

გზა გაიხსნა მხოლოდ 6 ივნისს. ტრანსპორტის მოძრაობა 5:30 საათიდან 20:00 საათამდეა დაშვებული. ამასთან, ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სპეციალური რეჟიმია დაწესებული: აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აკრძალულია გაჩერება, ინტენსიური ნალექის შემთხვევაში მოძრაობა ისევ აიკრძლება.

 „გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების სამორიგეო პოსტი მაღლა მთში მდებარეობს. იქიდან ისინი საშიშ პროცესებს აკვირდებიან, ამისათვის მათ კარგი ხილვადობა სჭირდებათ,რომ გაგვაფრთხილონ მეწყერის ან ღვარცოფის ჩამოწოლის შემთხვევაში. ამიტომ ღამით მოძრაობა ჯერჯერობით იზღუდება“,-განაცხადა სეთურიძემ.

საევაკუაციო ნაგებობები - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვართან საევაკუაციო ნაგებობას აშენებენ

საქართველოს სამხედრო გზის გახსნა ჯერ კიდევ 4 ივლისს იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს.

ღვარცოფის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრას დაუყოვნებლივ შეუდგა. პირველი ამოცანაა იყო მდინარე თერგიის თვის კალაპოტში დაბრუნება-ამისათვის 24-საათიანი მუშაობის ექვსი დღე დასჭირდა.

ტრაილერების მძღოლებს, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქტები გადაჰქონდათ რუსეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული გზა შესთავაზეს.გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეული, რომელიც რუსეთში სომხეთიდან 55 სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდათ, საზღვაო გზით გაგზავნეს.

ყველა ახალი ამბავი
0