საქართველო-რუსეთის საზღვართან საევაკუაციო ნაგებობას აშენებენ

გამოწერა
საბაჟო-გამშვები პუნქტი მაღალ მთაში მდებარეობს, სადაც ზამთარში ზვავსაშიშროებაა. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დერეფნის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საბაჟო-გამშვები პუნქტი მაღალ მთაში მდებარეობს და ზამთრის პერიოდში ეს გზა ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ხშირად იკეტება.

© საქართველოს გზების დეპარტამენტისაევაკუაციო ნაგებობების მშენებლობა
საევაკუაციო ნაგებობების მშენებლობა - Sputnik საქართველო
საევაკუაციო ნაგებობების მშენებლობა

„მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. სტიქიის შემთხვევაში საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანების, საბაჟო-გამშვები პუნქტისა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე”, — აღნიშნულია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

საქართველო-რუსეთის სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის სამხედრო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საევაკუაციო დერეფანი 208,8 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის იქნება.

ამ დროისთვის ობიექტზე კლდეში რიგელების განთავსება დასრულდა და დაიწყო ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ბურჯები და კიბის უჯრედები.

პროექტის ღირებულება 1,2 მლნ ლარია.

© საქართველოს გზების დეპარტამენტისაევაკუაციო ნაგებობების მშენებლობა
საევაკუაციო ნაგებობების მშენებლობა - Sputnik საქართველო
საევაკუაციო ნაგებობების მშენებლობა

 

 

ყველა ახალი ამბავი
0