თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველო-რუსეთის სამხედრო გზაზე ამინდის პირობების გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული, იუწყება რუსეთის საგანგებო მართვის სააგენტო.
„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების გამო, ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა შეუძლებელია, გარდა ამისა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსეთიდან ლარსის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები 21 თებერვლიდან წესდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო მოსახლეობას აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისაგან თავის შეკავებას ურჩევს.
საქართველო-რუსეთის სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები ზამთრის პერიოდში რამდენჯერმე დაწესდა.