მინისტრი: სკოლის მანდატურები „ნავაროჩენი ტიპები“ უნდა გახდნენ

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სკოლებში 2010 წლიდან სკოლის მანდატურის სამსახური ფუნქციონირებს. ისინი მოსწავლეებისა და მასწავლებლების საქციელს თვალყურს ადევნებენ. განათლების მინისტრის განცხადებით, უცილებელია მათი იმიჯის შეცვლა და მათთვის ახალი უფლებამოსილების მინიჭება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სკოლის მანდატურის სამსახური რეფორმირებას საჭიროებს, დარწმუნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ის ამ სფეროში რიგი ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრი სკოლების დირექტორთა საბჭოს შექმნის

სკოლის მანდატურის სისტემის ფუნქციონირება „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის ფარგლებში 2010 წელს დაიწყო. სახელმწიფო სკოლებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. საქართველოს სკოლებში „მასწავლებლისა და პედაგოგის ქცევის ეთიკის კოდექსს“ სამი მანდატური — ორი მამაკაცი ერთი ქალი — იცავს.

„მე მანდატურის სამსახური მომწონს, ვთვლი, რომ უნდა იყოს. თუმცა, თავიდან, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა, მას დიზაინიც და იმიჯიც "ბუას" და პოლიციელის ჰქონდა. ბუა იყო მოსწავლისთვისაც, მასწავლებლისთვისაც და დირექტორისთვისაც“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ პირველი 20 მანდატური სკოლის დირექტორი გახდა. ისინი, სკოლაში შესვლის დღიდან, ძირს უთხრიდნენ დირექტორებს და შემდეგ მათ ადგილს იკავებდნენ. კარგია, რომ ახლა მანდატური დირექტორს დაექვემდებარა", — აღნიშნა მან.

განათლების მინისტრი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგინა

ჯეჯელავას აზრით, სიტყვა „მანდატური“ ცუდ ასოციაციებს იწვევს, ამიტომ თანამდებობის დასახელება უნდა შეიცვალოს ისეთი სიტყვით, რომელიც დაცვას ან უსაფრთხოებას გულისხმობს.

მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ სწორი იქნება, თუ მანდატური სკოლაში საგზაო მოძრაობის წესების კურსს წაიყვანს.

 „ასე უფრო “ნავაროჩენი” ტიპი გახდება“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ცვლილებებს კონსულტაციების საფუძველზე აპირებს, ხოლო მანდატურის სახელის შეცვლაზე კონკურსს გამოაცხადებს და სოციალურ კამპანიას დაიწყებს. ამ ცვლილებებს მინისტრი დაახლოებით ექვს თვეში გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0