ფესტივალი „არტ-გენი 2016“ თბილისში 10 ივლისს დაიწყება

© photo: Festival "Art Gene" / FBფესტივალი არტ-გენი
ფესტივალი არტ-გენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი „არტ-გენი“ ქართული ხალხური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ხალხური შემოქმედების ფესტივალის „არტ-გენი 2016“ დასკვნითი ნაწილი ღია ცის ქვეშ გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს ჩატარდება.

აქამდე „არტ-გენმა“ კონცერტებითა და გამოფენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონი შემოიარა – ქობულეთი, ბოლნისი და სურამი.

მომღერალი დათო კენჭიაშვილი, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
დათო კენჭიაშვილი - სიმღერები ხალხური სულით

ღონისძიებების სტუმრებს შესთვაზეს სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის „შავფაროსნების“ კონცერტები, ასევე ხალხური რეწვის ნაკეთობათა გამოფენა და ტრადიციული ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია.

თბილისში ფესტივალის რვა დღის განმავლობაში გამოვლენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ (10 ივლისი), ნინო ქათამაძე& Insight (16 ივლისი), ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ (17 ივლისი).

„არტ-გენის“ მუსიკალური ნაწილის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ჯგუფების „გამოუვალი მდგომარეობა“, Outsider, Reggaeon, „ფრანის“ და „ჩვენებურების“ კონცერტები.

გარდა ამისა, ფესტივალზე ხალხური რეწვისა და თანამედროვე შემოქმედების გამოფენები გაიმართება, ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორი.

ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი მათე ფირცხალავა - Sputnik საქართველო
ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი პროექტში „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“

„არტ-გენი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება.

ფესტივალის მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერების, ხალხური მედიცინისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0