მიუხედავად იმისა, რომ პირველი სოლო კონცერტი მოსკოვში ჯერ არ შემდგარა, დათოს მუსიკას იცნობენ და უყვართ ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. კენჭიაშვილის ერთ-ერთ კლიპს YouTube —ზე 10 მილიონამდე ნახვა ჰქონდა.
- ღელავთ კონცერტის წინ?
— მიხედავად იმისა რომ უკვე 15 წელზე მეტია სცენაზე ვდგავარ, ყველა კონცერტის წინ ვღელავ. ჩემთვის მსმენელის წინაშე წარსდგომა დიდი პასუხისმგებლობაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს 10.000 კაციანი აუდიტორიაა, თუ მოხუცთა თავშესაფარი, სადაც შეიძლება მხოლოდ 100 ადამიანი მისმენდეს. მე ყოველთვის ვცდილობ მაყურებელი კონცერტიდან სავსე წავიდეს, ეს კი დიდ ენერგიას მოითხოვს. მოსკოვის კონცერტთან დაკავშირებით ეს მღელვარება გაორმაგებულია, რადგან თქვენს ქალაქში ეს ჩემი პირველი გამოსვლაა, არ ვიცნობ მსმენელს, არ ვიცი როგორ მიმიღებენ და აქედან გამომდინარე ჩემი მღელვარებაც ბუნებრივია!
- რა სიურპრიზს შესთავაზებთ მოსკოველ მაყურებელს?
— დიახ რა თქმა უნდა სიურპრიზები იქნება, როგორც ახალი სიმღერებით ასევე ახალი დუეტებითაც! ჩემი და, რომელიც არანაკლებ კარგი მომღერალია ჩემთან ერთად რამდენიმე სიმღერას შეასრულებს!
- აქამდე სად გამოდიოდით? ყველაზე მეტად რომელი კონცერტი დაგამახსოვრდათ?
— ჩემი როგორც მომღერლის კარიერა ერთ და ორ წელს არ მოიცავს. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმღერია განსაკუთრებით მინდა გამოვყო ისრაელის ბოლო კონცერტი, სადაც 10.000 —ანი აუდიტორია იყო და ყველასგან ისეთი დადებითი ენერგია მოდიოდა, ისეთი სითბო და სიყვარული, რომ ვერ აგიღწერთ! და მე ამ მუხტს სცენაზე კონცერტის ბოლომდე ვგრძნობდი! იდგნენ ფეხზე და ჩემთან ერთად მღეროდნენ ეს საოცარი შეგრძნებაა შემსრულებლისთვის!
- თქვენს კლიპს YouTube-ზე 10 მილიონამდე ნახვა აქვს. როდის მიხვდით რომ პოპულარული ხართ?
— დიახ "რამდენი მალოდინე"-მ ჩემი პოპულარობის გაზრდაში დიდი როლი ითამაშა და ჩემი სავიზიტო ბარათიც გახდა, მაგრამ პირველი სიმღერა რომელიც სტუდიურად ჩავწერე ეს იყო ლელა თათარაიძის "შენმა სურვილმა დამლია" და რომელიც უმოკლეს დროში ხიტად იქცა! მე ძალიან გიმართლა ამ მხრივ, რომ იტყვიან ერთ დღეს დავიძინე, მეორე დღეს გავიღვიძე უკვე ყველა მცნობდა.
- გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენი ბავშვი იყავით, ვინ იყვნენ თქვენი მშობლები?
— ჩემს ოჯახში ყველა პირობა იმის რომ მე პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი მამა-სამხედრო მოსამსახურე იყო და დღემდე თავდაცვაში მუშაობს! მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ყველაზე მთავარი კი სამშობლოს სიყვარულია. დედა წითელი ჯვრის თანამშრომელია! მას აბსოლუტური სმენა აქვს და მუსიკალური განათლებაც მიიღო, სწორედ დედა გახდა ჩემი პირველი მუსიკის მასწავლებელიც. მყავს ულამაზესი და თამარა, რომელიც ასევე ძალიან კარგად მღერის და ამაში დარწმუნების საშუალება კონცერტზე მოსულ მსმენელს აუცილელად ექნება! ის ჩემთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს.
- ბავშვობაში მომღერლობაზე ოცნებობდით თუ სხვა კარიერა სხვა სფეროში უფრო გიტაცებდათ?
— ბავშვობაში მეც მამასავით სამხედრო მოსამსახურე მინდოდა გამხდარიყავი, მაგრამ წამოვუზარდე და მივხვდი რომ სიმღერა და სცენა იყო ის, რის გარეშეც სიცოცხლე არ შემეძლო
- საყვარელი ქალი თუ გყავთ, ვინ არის ის?
— შეყვარებული არ მყავს, ძიების პროცესში ვარ ასე რომ ვთქვათ, თუმცა ისიც მესმის რომ ყველაფერი მაშინ მოხდება როცა უფალი ინებებს! ოჯახი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდები!
- კონცერტზე დიანა ღურწკაია გიჭერთ მხარს. დიდი ხანია მასთან მეგობრობთ? რა მოგონებები გაკავშირებთ მასთან?
— დიანასთან რამდენიმე წელია რაც ვმეგობრობ! მაგრამ ამ ბოლო ხანებში უფრო დავახლოვდით! დიანა ქართულ ალბომს წერს, რომლის კომპოზიტორიც მე ვარ და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ვართ ერთად! მინდა გიხრათ რომ დიანაჩკა საუკეთესო ადამიანური თვისებების მატარებელია, მე ის ძალიან მიყვარს
- როგორი მუსიკა გაინტერესებთ, ვინ არიან თქვენი საყვარელი შემსრულებლები?
— ჩემი ავტორიტეტები ჩემი ჟანრის მუსიკაში ჰამლეტ გონაშვილი და ლელა თათარაიძე არიან! ეს ადამიანები იყვნენ და არიან ზეციდან მოვლენილი ხმითა და ნიჭით! მათ სიმღერებზე გავიზარდე! ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით მე მხოლოდ მათი სიმღერები მქონდა კასეტებზე და 24 საათი ვუსმენდი!
- როგორ უნდა დაიწეროს ნამდვილი რომანტიკული სიმღერა? რისგან შედგება რომანტიკა?
— რომანტიკა სულის მდგომარეობაა, ჭეშმარიტად რომანტიული სიმღერის დაწერა შეუძლებელია თუ სულის ეს მდგომარეობა სულ თან არ გდევს! ეს ალბათ გენეტიკურია და არ ისწავლება! არ ვიცი, მარტივად რომ გითხრათ არის წარმოსახვა, ამ წარმოსახაში ქალი, უმეტესად არ არსებული და გამოგონილი, ამ ქალზე იწერება სიმღერა, მერე კი აღმოჩნდება ხოლმე რომ თითოეულ ასეთ სიმღერაში ყველა ქალი თავის თავს ხედავს და იყვარებს სიმღერას! ჩემთვის კი ეს რაღა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა!