ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი პროექტში „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“

© photo: Sputnik / Denis Aslanovფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი მათე ფირცხალავა
ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი მათე ფირცხალავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ მონაწილე გახდა ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი მათე ფირცხალავა. ესტაფეტისთვის მან ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, დიდი ვაჟა–ფშაველას ლექსი „სიმღერა“ შეარჩია. 

„პოეზიაში მშობელი მიწისადმი სიყვარულია გამოხატული. პოეტური ფორმით სხვადასხვა ხალხები ცხოვრების აზრსა და ადამიანთა საერთო ბედზე ლაპარაკობენ. პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ არა მხოლოდ სხვადასხვა კულტურებისა და ენების თვითმყოფადობას აჩვენებს, არამედ ზოგადსაკაცობრიოზეც მოგვითხრობს — იმაზე, რაც ნებისმიერ გულს შეძრავს და ნებისმიერ დროში იქნება გასაგები“, — მიაჩნია მათე ფირცხალავას.

საქართველოში პროექტს საფუძველი რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა ჩაუყარეს. პირველმა სწორედ მათ წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“. ესტაფეტას ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა პოეტმა გიორგი კეკელიძემ და გრიბოედოვის სახელობის თეატრის წამყვანმა მსახიობმა ივანე ქურასბედიანმა

ჯგუფი ბანი - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ბანი“: ცოლებზე, საფირმო ღიმილსა და თაყვანისმცემლებზე

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში Sputnik-ის მოქმედმა რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0