საქართველოში სტარტს იღებს პოეტური პროექტი

გამოწერა

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა პოეტური პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების ქართველი ოსტატები და საზოგადო მოღვაწეები გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ.

„Sputnik საქართველოს“ ესტაფეტა „Sputnik სომხეთის“ კოლეგებისგან გადაეცა. საქართველოში აღნიშნული პროექტი რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა დაიწყეს, რომლებმაც ცნობილი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“ შეარჩიეს.

პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთსხვადასხვა კულტურებს აერთიანებს დიდებული პოეზიის საშუალებით და კულტურათშორისი დიალოგისთვის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ლექსი საქართველოშიმარადიულ ღირებულებებს ეხება — სიცოცხლეს, სილამაზეს, სამშობლოსადმი სიყვარულსა და ბავშვობას იმ ხანას, რომლის გახსენებაც ნებისმიერ ადამიანში სითბოსა და სიყვარულს აღძრავს“, – ამბობს ოქსანა ვოინცევა. – „ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე, მასში ჩადებულია ხალხის სული და ისტორია. საქართველოში ნაციონალურ ენაზე პოეზიის კითხვით ჩვენ თავად ამ ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს გადმოვცემთ.

ყველა ახალი ამბავი
0