აშშ-ში საქართველოს ელჩი სკანდალის ცენტრში მოექცა

© FB/Арчил Гегешидзе არჩილ გეგეშიძე
არჩილ გეგეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ გეგეშიძეს მისივე ინტერვიუს განმარტება მოუწევს. პრეზიდენტმა მას არაკვალიფიციური ელჩი უწოდა, ხოლო მის განცხადებას - არაკომპეტენტური.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე სამშობლოში გამოიძახეს. მან უნდა განმარტოს მისი ინტერვიუ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის მმართველ გუნდში პრორუსულად განწყობილი ძალებია.

გეგეშიძემ ინტერვიუ ახალი ამბების პორტალ netgazeti.ge-ს მისცა. ის დაეთანხმა პორტალის ბლოგერის მოსაზრებას, რომელიც ინტერვიუს უძღვებოდა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
მეჭიაური: საქართველო რომ ევროკავშირში შევა, იქ აღარავინ დახვდება

„მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ”, — განაცხადა გეგეშიძემ.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ორ დღეში გეგეშიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მის ჩამოსვლამდე პირველი კომენტარი მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა გააკეთა.

„ელჩი გამოძახებულია, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება მასთან საუბარი, როდესაც ის დაბრუნდება საქართველოში და ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს“, — განაცხადა ზალკანიანმა ბრიფინგზე.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა მისი სიტყვების არაზუსტ ინტერპრეტაციას.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ქართველ და რუს დიპლომატებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია

სიფრთხილე გამოიჩინა თავის გამონათქვამებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მან განაცხადა, რომ შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას ელჩის განმარტების შემდეგ მიიღებს.

საკმაოდ კრიტიკული იყო ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასება, რომელმაც გეგეშიძის განცხადებას არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური უწოდა.

თავად ელჩს თბილისში ჩამოსვლისას კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტები ხუთშაბათს დილიდან, რაიმე ინფორმაციის მოლოდინში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0