მეჭიაური: საქართველო რომ ევროკავშირში შევა, იქ აღარავინ დახვდება

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriდეპუტატი თამაზ მეჭიაური
დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირი შეიძლება გარდაიქმნას ისე, რომ იქ მეტი იქნება აზიური ქვეყანა, ვიდრე ევროპული.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ცნობილი თავისი სკანდალური განცხადებებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმის შემდეგ გახდება, რაც იქ უკვე აღარავინ არ დარჩება.

ასეთი კომენტარი გაუკეთა მეჭიაურმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლას ხმა რეფენდუმის მონაწილეების 51.9%-მა მისცა.

„ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება. ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს”,-მოჰყავს მეჭიაურის სიტყვები „რადიო პირველს“.

 ის ფიქრობს, რომ ევროკავშირის გარდაქმნის პროცესი გაგრძელდება და შესაძლოა ევროკავშირში მეტი იქნება აზიური ქვეყანა, ვიდრე ევროპული.

რეფერენდუმი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
ევროპული ერთობის ბზარი...

„ჩვენ არავინ გვიშლის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადმოვიღოთ ყველაფერი კარგი. სანაცვლოდ არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები“, — ხაზი გაუსვა მეჭიაურმა.

საქართველოსა და გაერთიანებულ ევროპას შორის ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მხარეებმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება (PCA) გააფორმეს. 

უფრო ინტენსიური ხასიათი ურთიერთობებმა 2004 წელს მიიღო, როდესაც საქართველო მეზობლობის ევროპული პოლიტიკის პროგრამაში(ENP) ჩართეს.

საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია 2008 წელს დაიწყო, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის შექმნის მერე. ის ევროკავშირის დაახლოებას ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. უკანასკნელმა სამმა ქვეყანამ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებმა ამისათვის  საქართველოს მიერ ყველა პირობის შესრულება აღიარეს. სხვადასხვა შეფასებით, ევროლავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს წლის ბოლომდე გააუქმებს. შესაბამისად, ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180-დან 90 დღეს შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0