თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში არჩევნების შედეგად 2012 წელს მოვიდნენ, განაცხადეს, რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება იქნება.
„დიპლომატიური ფორმატი და შეხვედრები, რომელის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება როგორიცაა ქართულ-რუსული ურთიერთობები და სტაბილიზაცია რეგიონში — ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.