ჩატაევის ადვოკატს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არა აქვს

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშივითარება სირიაში
ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჰმედ ჩატაევის ყოფილმა ადვოკატმა არ იცის, სად იმყოფება ის, თუმცა მასთან მივიდა ინფორმაცია, რომ ის სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. აჰმედ ჩატაევის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, განუცხადა Sputnik-ს ჩატაევის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა.

ჩატაევის ფიგურა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თურქულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ის სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტის მონაწილეა.

ჩატაევი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

ათათურქის აეროპორტი - Sputnik საქართველო
სესიაშვილი: ჩატაევის ირგვლივ აგორებული კამპანიის უკან სააკაშვილი და მისი გუნდია

„ამჟამად აჰმედ ჩატაევთან კონტაქტი არ მაქვს. ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ ის სირიაშია და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, — განაცხადა ანდრიაშვილმა.

ამასთან ჩატაევის ადვოკატი, რომელიც საქართველოში პატიმრობის დროს მის ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლება ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„წინა ხელისუფლება მისი რუსული მხარისთვის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, გეგმავდა თუ არა საქართველო რუსეთისთვის მის გადაცემას, ჩემთვის უცნობია“, — დასძინა ნინო ანდრიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სოზარ სუბარი: ჩატაევს სააკაშვილი მფარველობდა

რაც შეეხება აჰმედ ჩატაევის დაკავებას, ის ლოპოტას ხეობაში ბოევიკების დაკავების სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

ჩატაევის დაკავების შემდეგ რუსეთმა მისი სამშობლოში ექსტრადიციის თხოვნით ქართულ მხარეს მიმართა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციის ტრადიცია უნდა დასრულდეს“.

აჰმედ ჩატაევი, მეტსახელად „აჰმედ ჩეჩენსკი“ ან „ცალხელა აჰმედი“ 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთში. ის და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე — ისლამ ათაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული სანქციების სიაში შეიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0