სესიაშვილი: ჩატაევის ირგვლივ აგორებული კამპანიის უკან სააკაშვილი და მისი გუნდია

© REUTERS/Murad Sezerათათურქის აეროპორტი
ათათურქის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი პოლიტიკური სკანდალი აგორდა აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით, რომელიც სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აჰმედ ჩატაევის ირგვლივ ისტორიას მიხეილ სააკაშვილის მორიგ პროვოკაციას უწოდებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

თურქული საინფორმაციო საშუალებები პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ სტამბულის აეროპორტში ტერაქტი 28 ივნისს დაღესტნელმა, ყირგიზმა და უზბეკმა თვითმკვლელებმა განახორციელეს, რომლებიც თავდასხმას სტამბულის ერთ-ერთ რაიონში ნაქირავებ ბინაში გეგმავდნენ. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილია წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, რომელიც ადრე დოკუ უმაროვთან მუშაობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სოზარ სუბარი: ჩატაევს სააკაშვილი მფარველობდა

„ეს ბინძური პროვოკაცია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა წამოიწყეს საქართველოს ხელისუფლებისა და, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხს მიმართავს, რათა როგორმე სახელი გაუტეხოს მმართველ გუნდს და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს მსოფლიო მასშტაბით“, — განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩატაევის მონაწილეობა სტამბულის აეროპორტის ტერაქტში ჯერ კიდევ არ დასტურდება, მაგრამ „სააკაშვილსა და მის გუნდს ახლა აწყობთ ასეთი ტალღის აგორება და მათ ქვეყნის ბედი არ ადარდებთ, ოღონდ საკუთარ მიზანს მიაღწიონ“.

როგორც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ჩატაევი ჩვენი მოქალაქე არაა, ის ჩვენი ქვეყნიდან 2013 წელს გავიდა, აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს არავითარი პასუხისმგებლობა არ აკისრია.

„მას (ჩატაევს) წინა ხელისუფლება იყენებდა იმ შავბნელ საქმეში, რასაც ლაფანყურის სპეცოპერაცია ჰქვია და შემდეგ კი მისი თავიდან მოცილება მოინდომა“, — აღნიშნა მან.
ჩატაევის ქართულ კვალს სესიაშვილი იმით ხსნის, რომ „ნაციონალები“ „ცდილობენ, დააპირისპირონ ქართველი და თურქი ხალხები და ჰგონიათ, რომ ამით საერთაშორისო საზოგადოების თვალში ქულებს ჩაიწერენ“.

სტამბულის აეროპორტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: ჩატაევი სააკაშვილის სპეცსამსახურებზე მუშაობდა

„ამ კუთხით ჩვენი უცხოელი მეგობრები საქართველოს მიმართ არავითარ პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთს აბსოლუტური ნდობა აქვს საქართველოსა და ჩვენი უშიშროების სამსახურების მიმართ. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირები კოლეგებთან და, საჭიროების შემთხვევაში, როგორც შეგვიძლია, გვერდში ვუდგავართ. მით უმეტეს, რომ ყველამ იცის, ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ვართ ერთ-ერთი გამორჩეულები და მივეკუთვნებით იმ ქვეყნებს, რომლებიც ძალიან ცივილიზებურად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოქმედებენ ტერორიზმის წინააღმდეგ“, — განაცხადა სესიაშვილმა.

სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში სამი აფეთქების ხმა 28 ივნისს გაისმა. ტერაქტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 უცხოელი, 239 კი დაიჭრა. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ ტერაქტის კავშირზე მიუთითებს.

ყველა ახალი ამბავი
0