სოზარ სუბარი: ჩატაევს სააკაშვილი მფარველობდა

© AFP 2024 / ANATOLII STEPANOVმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი აფინანსებდა ტერორისტ აჰმედ ჩატაევს, რომელიც სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, რომელიც 2012 წელს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააპატიმრეს, ქართული სპეცსამსახურების აგენტი იყო და მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფინანსებდა, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ჩატაევი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თურქეთის მასმედიამ სტამბულის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ აფეთქებებთან ჩატაევის შესაძლო კავშირზე გააკეთა განცხადება. ჩატაევი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პორკურატურამ მას ბრალდებები მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა.

სტამბულის აეროპორტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: ჩატაევი სააკაშვილის სპეცსამსახურებზე მუშაობდა

„ეს ცნობილი ტერორისტი, თურმე, სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა. როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები. როდესაც ის საქართველოში ჩამოვა… უპასუხებს კითხვებს – რატომ აფინანსებდა და რისთვის თანამშრომლობდა ტერორისტებთან“, — განაცხადა სუბარმა.

მინისტრის სიტყვებით, საქართველოს პროკურატურამ ჩატაევს ბრალი მას შემდეგ მოუხსნა, რაც აღნიშნული საქმის მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჩატაევს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა. 

„რატომ მოხდა მისი (ჩატაევის — რედ.) გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია — ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება, თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს, რომ იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო, და, სავარაუდოდ, გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა“, — დასძინა სუბარმა.

ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
კოვალიოვი: რუსეთი ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა

აჰმედ ჩატაევისა და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ პირველად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სეისაშვილმა განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.  
ჩატაევთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს ის აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება ჩატაევის დაკავების დეტალებს, ის ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. მაშინ მას ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობის კანონსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარედგინა, რადგან, გამოძიების ვერსიით, პირადი ჩხრეკისას დაკავებულს ხელყუმბარა Ф-1 აღმოაჩნდა.

ლოპოტაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი დაიღუპა, ასევე იპოვეს 11 ბოევიკის ცხედარი, რომელთაგან ორი საქართველოს მოქალაქე, ხუთი კი რუსეთის მოქალაქე იყო.

ჩატაევის დაპატიმრების შემდეგ რუსეთმა ჩატაევის ექსტრადირების მოთხოვნით ქართულ მხარეს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მაშინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციის ტრადიცია უნდა დასრულდეს“.

ყველა ახალი ამბავი
0