თავდაცვის მინისტრი იტალიაში შეხვედრებს მართავს

გამოწერა
თინათინ ხიდაშელი ვიზიტით იტალიაში იმყოფება, სადაც ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, სადაც ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავს.

თავდაცვის მინისტრი გუშინ, ვიზიტის პირველ დღეს, შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბენედეტო დელა ვედოვას, ასევე თავის კოლეგას რობერტა პინოტის. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

თბილისის ანძა - Sputnik საქართველო
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდება

„იტალიის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთის მისიაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი შთამბეჭდავი წვლილისთვის“, — განაცხადა რობერტა პინოტიმ.

ვიზიტის პირველი დღე თავდაცვის მინისტრმა იტალიის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შეხვედრით დაასრულა. ქართულ დელეგაციას იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ როზა ვილეკო კალიპარიმ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე, ტერორიზმისა და მიგრაციის თემებზე. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი საყრდენია

ვიზიტის მეორე დღეს, 2 ივლისს თინათინ ხიდაშელი რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტს ეწვია და ექსპერტებსა და მკვლევარებს შეხვდა.

„ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროს აქვს, რუსეთის გზავნილებზე, მოლოდინებზე. ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეებზე, საქართველოს როლზე,“ — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს დელეგაციის წევრებთან ერთად რომში, ნატოს თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია წაიკითხა. 


ყველა ახალი ამბავი
0