ხიდაშელი: ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი საყრდენია

© FB/Георгий Маргвелашвилиსაქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავი
საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრმა არმიას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედი უწოდა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ქართული არმიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე. წელს ეს თარიღი, სააღდგომო დღესასწაულების გამო, 4 მაისს გადმოიტანეს.

„ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს მთავარი საყრდენია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯარი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედია, მისი არსებობის გარანტი… ჩვენს ქვეყანას სასახელო ისტორია აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი აწმყო, რომელიც ჩვენი სამხედროების გამორჩეული ისტორიებით იბადება“, — განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი, გიორგი მარგველაშვილი და ვახტანგ კაპანაძე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი: ქართული არმია ქვეყნის იმიჯს აძლიერებს

ქართული ჯარის იუბილე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. სამხედროებს ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 37 ათასამდე ადამიანი მსახურობს.

შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტია.

ყველა ახალი ამბავი
0