თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება „იტალიური ფესტივალი 2016“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" საქართველოში იტალიის საელჩოზე დაყრდნობთ იტყობინება.
მათივე ცნობით, ფეტივალის მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში.
„იტალიურ ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართვლოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი. საღამოს ფარგლებში მოხდება ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის და აქსესუარების ჩვენება/პერსორმანსი, რომელიც ხორციელდება საქართველოში მათი ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზია NEW TREND-ის მიერ. ჩვენების ბექსთეიჯში იმუშავებს სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი ALDO COPPOLA. ღონისძიებაზე ასევე სხვა ბრენდების სპეციალური კუთხეები იქნება მოწყობილი.
მოდის ჩვენების შემდგომ გაიმართება გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, რომელიც იტალიის მოდის ნაციონალური აკადემიისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გამოფენა გაიხსნება თბილისში სპეციალურად „იტალიური ფესტივალი 2016“ ფარგლებში და ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში იტალიური ფესტივალის გახსნის პროცესში ასევე გამოფენილი იქნება ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე.
მუზეუმის შემოსასვლეს ასევე დაამშვენებს იტალიური საავტომობილო ბრენდი „ Maserati” –ს მანქანების გამოფენა.
„იტალიური ფესტივალი 2016-ზე“ მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის საპატიო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციაბის და მედიის წამომადგენლები.
იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) არის იტალიის სამთავრობო უწყება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Made in Italy-ის პოპულარიზაცია მსოფლიოს მაშტაბით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 2016 წელს, რომლის ამოცანაა იტალურ და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომოკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.