თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ოპერის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. Sputnik-ი თბილისის ოპერაში გამართული ღონისძიების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მსოფლიოს 40 ქვეყნის თეატრებს შეუერთდა, რომლებიც ოპერის ევროპულ დღეებს აღნიშნავენ.
ოპერის თეატრში გამოფენა „საქართველო-ოპერა-ევროპა“ გაიმართა, ოპერის თეატრის შენობის წინ კი კოსტიუმირებული პერფორმანსი. ასევე გაიმართა ბავშვთა გუნდისა და ორკესტრის კონცერტი სახელწოდებით „ოპერა ყველასთვის“. ევროპის დღეების ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო ოპერაში რეპეტიციებზე დასწრება და საოპერო კოსტიუმებისა და რეკვიზიტების დათვალიერება. კულტურული აქციის მიზანია საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია. ღონისძიება მეათედ ჩატარდა. ოპერის ევროპული დღეების სლოგანი იყო „საერთაშორისო თეატრი“.