თსუ–ის სტუდენტთა ჯგუფმა, შესაძლოა, სექტემბერში საპროტესტო აქციები განაახლოს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliუნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი
უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თსუ–ის სტუდენტთა ჯგუფი „აუდიტორია 115“ მოითხოვს, რომ გაუქმდეს სტუდენტული თვითმმართველობა, სტუდენტებს სენატსა და ფაკულტეტების საბჭოებში პირდაპირი გზით ირჩევდნენ, ასევე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელად არ დაინიშნოს.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტთა ჯგუფი „აუდიტორია 115“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმით განათლების დონის გაზრდის თაობაზე უკმაყოფილოა და სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლების შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ ცნობილი სტუდენტური თვითმმართველობის,:აუდიტორია 115“–ის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული სტუდენტების განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გახდა. შეხვედრაზე პლატფორმის შექმნა გადაწყდა, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხებზე იმუშავებს.

„შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოვლინდა ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტრო ისევე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებისთვის მზად არ არის, ამის პოლიტიკური ნება არ არის. შესაბამისად, ამ საკითხების განხილვის ნებისმიერი მცდელობა – ეს მხოლოდ დროის გაწელვის მცდელობაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს „აუდიტორია 115“–ის წარმომადგენელმა გიორგი ჩიხლაძემ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა თსუ–ის სტუდენტებისგან პირველი დავალება მიიღო

 „აუდიტორია 115“ სექტემბრიდან 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს, რათა პარლამენტი განათლების სფეროში არსებული პრობლემების განხილვას შეუდგეს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მოთხოვნებს პოლიტიკური სპეკულაციების საგნად არ ვაქცევთ“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

„აუდიტორია 115“–ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან მოლაპარაკებებს წყვეტენ. მინისტრმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები შეცვლიათ თავის გადაწყვეტილებას. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მათთან მხოლოდ კონსტრუქციულ ფორმატში იმუშაოს.

მორიგი შეხვედრა შემდეგ კვირაში გაიმართება.

ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს შორის - Sputnik საქართველო
პაპავა ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებს

„აუდიტორია 115“–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამგვარ შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებენ, რადგან მათი მოთხოვნები არ სრულდება. ისინი კვლავ მოითხოვენ, რომ გაუქმდეს სტუდენტული თვითმმართველობა, სტუდენტებს სენატსა და ფაკულტეტების საბჭოებში პირდაპირი გზით ირჩევდნენ, ასევე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელად არ დაინიშნოს.

თსუ–ში სტუდენტთა საპროტესტო აქციების პირველი ტალღის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა რექტორი ვლადიმერ პაპავა. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთა შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. პრემიერი მათ რეფორმების ჩატარებას დაჰპირდა.


ყველა ახალი ამბავი
0