ექსპერტი: საქართველოს კურორტები თურქული კურორტების ალტერნატივა არ ყოფილა

© photo: Sputnik / Besik Pipiaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსი ტურისტების თურქეთში დაბრუნება საქართველოს ტურისტულ ნაკადზე არ აისახება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს დროს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარება რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით  ტურისტულ ნაკადზე არ აისახება, მიაჩნიათ ქართველ ექსპერტებს.

რუსი ტურისტების მიერ თურქეთის სტუმრობის შეზღუდვის გაუქმების საკითხი ოთხშაბათს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა განიხილეს. ამის შემდეგ პუტინმა მთვრობას თურქულ უწყებებთან თანამშრომლობის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს რამენაირად აისახა საქართველოზე, რადგან საქართველო თურქეთის სისტემური ალტერნატივა არ ყოფილა. ეს ძალიან არასწორი აღქმაა, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტების მოზღვავება მოხდა, რომლებმაც ის როგორც თურქეთის ალტერნატივა აირჩიეს. მე ასე არ ვფიქრობ“,- Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა გიორგი ხუხაშვილმა.

გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში კიდევ მეტი რუსი ტურისტი ჩამოვა

თუმცა, სანამ თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა ძველ ნიშნულს მიაღწევს, ბევრი დრო გავა, დარწმუნებულია ის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთში არასტაბილურობის სერიოზული პრობლემაა, და მიუხედავად იმისა, მოხსნის რუსეთი სანქციებს თუ არა, ბევრი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ რუსული ტურიზმი თურქეთში ძველ  ნიშნულს დაუბრუნდეს. სავარაუდოდ, წელს ეს მოსალოდნელი არ არის“,- დაასკვნა ხუხაშვილმა.

ტურისტული სეზონი საქართველოში უფრო მეტად ამინდზეა დამოკიდებული, ვიდრე თურქეთთან დაკავშირებულ რუსულ სანქციებზე, Sputnik-თან საუბარში აღნიშნა ექსპერტმა ლია ელიავამ.

ტურისტები სვანეთის მთებში - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოში ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ჩამოვიდა

„თურქეთში საკურორტო სეზონი იწყება აპრილში და მთავრდება ოქტომბერში. ჩვენთან კი ისევ ცუდი ამინდია. თანაც, რუსებს, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიან, აქ ახლობლები ჰყავთ, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში საკურორტო სეზონზე არანაირად არ აისახება“,- ხაზი გაუსვა ელიავამ.

საქართველოში დაფიქსირდა ტურისტთა და საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვის რეკორდული მაჩვენებელი — უკანასკნელ ხუთ თვეში ქვეყანას 2,1 მილიონმა უცხოელი სტუმარი ეწვია. ზრდამ 15,3% შეადგინა.

რუსეთი საქართველოში ვიზიტორთა რიცხვით მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ხუთ თვეში საქართველოში 303,7 ათასი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

რაც შეეხება თურქეთს, რუს ტურისტთა შორის ის ყოველთვის პოპულარულ მიმართულებად რჩებოდა, განაცხადა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეაიდენტმა დიმიტრი გორინმა. ზაფხულში ქვეყანას 700-800 ათასი ადამიანი სტუმრობდა.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი ინვესტორებს ტურიზმის განვითარების გარანტიას აძლევს

მისი სიტყვებით, თურქეთში ვიზიტების შეზღუდვების გამო ტურისტულმა დარგმა სერიოზული ზარალი განიცადა. რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ჩარტერული ფრენების აკრძლვისა და იმის გამო, რომ  რუსულ ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია არ ემუშავათ თურქეთის მიმართულებით, ანკარამ მილიარდობით დოლარი დაკარგა. 

ამავე დროს, თურქულ ეკონომიკაში ტურიზმი მნიშვნელობან ადგილს იკავებს — ეს დარგი მშპ-ს ექვს პროცენტს შეადგენს და ქვეყნის მოსახლეობის რვა პროცენტზე მეტს სამუშაო ადგგილებით უზრუნველყოფს. 

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები 2015 წლის ნოემბრიდან კრიზისს განიცდიან, იმის შემდეგ რაც თურქულმა მხარემ რუსული ბომბდამშენი თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ერდოღანმა ბოდიში მოიხადა ჩამოგდებული თვითმფრინავისათვის, მისი პილოტის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატა და ასევე განაცხადა, რომ  მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება ანკარას არ უნდოდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0