თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში რუსი ტურისტების მოსაზიდად, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობით მეოთხე ადგილზე არიან. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა რუსეთის 219 ათასი მოქალაქე, რაც 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„2015 წელს ჩვენ აქტიური მარკეტოლოგიური კამპანია დავიწყეთ რუსეთის ბაზარზე. მას შემდეგ, რაც თურქეთსა და რუსეთს შორის პრობლემები წარმოიშვა, ჩვენ, ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღება დავუთმეთ რუსულ ბაზარს, იქაური ტურისტების რაოდენობა კიდევ მეტად გაიზარდა და კვლავაც განაგრძობს ზრდას“, — განაცხადა ჩოგოვაძემ საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия-ს“.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსი ტურისტების მიზიდვით მთელი მსოფლიოა დაინტერსებული.
დღეისათვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობენ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. სულ 2016 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მლნ ტურისტი ჩამოვიდა, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.