სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლისას საქართველოს მკვიდრი დაიღუპა

© Wikipedia / VOAისლამური სახელმწიფოს დროშა
ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობის მკვიდრს 39 წლის მამაკაცს ორი ცოლი და ათი შვილი დარჩა.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. პანკისის ხეობის მკვიდრი უმარ მარგოშვილი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“  მხარეს იბრძოდა, სირიაში დაიღუპა, განაცხადა ახმეტის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მათე ქავთარაშვილმა.

„მე გადავამოწმე ეს ინფორმაცია. სოფლის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა უმარის სიკვდილის ფაქტი დამიდასტურა. დიდი ალბათობით, მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება“,- ციტირებს ქავთარაშვილის სიტყვებს  საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

უმარ მარგოშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მასმედიამ გაავრცელა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მონაცემებით, ის 39 წლის იყო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მარგოშვილი დაჯგუფება „იარმუშის“  წევრი იყო, რომელსაც ჩეჩენი ახმედ ჩათაევი მეთაურობდა.

დაჯგუფების წევრები ჩრდილოკავკასიელები და პანკისელები არიან. 

Atatürk Havalimanı'nda saldırı - Sputnik საქართველო
მაისაია: აფეთქება სტამბულში - ეს „ისლამური სახელმწიფოს“ შურისძიებაა

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცავებმა ჩათაევი დააკავეს ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ ყველა მისი ბრალდება მოხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა.

უმარ მარგოშვილი თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც შემდეგ სირიაში გადავიდა. სოფელ დუისში მას დედა, ორი ცოლი და ათი შვილი დარჩა. მარგოშვილს ასევე ჰყავს ბიძა, რომელიც ქალაქ გროზნოში ცხოვრობს. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველო და რუსეთი ტერორიზმს ერთად უნდა ებრძოლონ

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მონაცემებით, უმარ მარგოშვილი მეჩვიდმეტე პანკისელია, რომელიც  „ისლამური სახელმწიფოს“  მხარეს ბრძოლისას, სირიაში დაიღუპა.

გუშინ ქართულმა მასმედიამ კიდევ ერთი პანკისელის, სოფელ დუმისტურის მკვიდრის, 22 წლის ასლანბეკ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მისი მშობლები მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ექსპერტები თვლიან, რომ ისლამისა სახელმწიფოს რიგებში ჩაეწერა და სირიაში წავიდა  პანკისის ხეობის ათობით მკვიდრი, სადაც ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ.  მათგან ყვალაზე ცნობილი-თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი დაჯგუფების ერთერთი ლიდერი გახდა. 2016 წლის 4 მარტს ის მოკლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0