კარასინი: საქართველო და რუსეთი ტერორიზმს ერთად უნდა ებრძოლონ

© photo: Sputnik / Vladimir Fedarenko / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი დიპლომატი რუსული და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობას აუცილებლად მიიჩნევს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი გრიგორი კარასინი თვლის რომ ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ. 

დღეს პრაღაში გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში — ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა შედგა. 

„არის საკითხები, რომელიც უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ეხება. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს და რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე მონაწილეობას იღებდა სამხედრო მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში და ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.  აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, რათა სპეცსამსახურებმა გაცვალონ ინფორმაციები“, — თქვა კარასინმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ქართველ და რუს დიპლომატებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია
 

ამ შემთხვევაში საქართველო და რუსეთი უფრო მშვიდ გარემოში იცხოვრებენ, აღნიშნა დიპლომატმა. 

თავის მხრივ აბაშიძემ განაცხადა, რომ არ ელოდა დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემის განხილვას. 

„მე მას ვუთხარი (კარასინს — რედ.შენ.) რომ ახლა, ამ ფორმატში ჩვენ არაფრით არ შეგვიძლია უსაფრთხოების საკითხების განხილვა… თუმცა მე გადავცემ ამ ინფორმაციას თბილისში“, — აღნიშნა აბაშიძემ. 

უსაფრთხოების თემას მხარეები ასევე შეეხნენ რუსეთის მიერ საქართველოსათვის ვიზების ლიბერალიზაციის კონტექსტში. 

„რუსეთმა მაქსიმალურად ლიბერალური რეჟიმი შემოიღო. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის სტუმრად მიწვევა… ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს მაგრამ მივდივართ ამ მიმართულებით“, — თქვა აბაშიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად პირობები დაასახელა

საქართველომ რუსეთთან  დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0