პრემიერმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად პირობები დაასახელა

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მნიშვნელოვანი წინაპირობა არსებობს - ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე წავიდეს, მაგრამ ამის განხილვა უცნაურია, სანამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი სამომავლოდ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები —ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის აღდგენა. ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად ღებულობს",- განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი აუცილებელია.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები უნდა მიიღონ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები გაამარტივა.


ყველა ახალი ამბავი
0