მაისაია: აფეთქება სტამბულში - ეს „ისლამური სახელმწიფოს“ შურისძიებაა

© REUTERS / Murad SezerAtatürk Havalimanı'nda saldırı
Atatürk Havalimanı'nda saldırı - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევაა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებებით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ მათი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობისთვის თურქეთსა და ანტიტერორისტული კოალიციის ყველა წევრზე  შური იძია, მიიჩნევს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.

სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეების სტამბულიდან თბილისში გადმოყვანას ცდილობს

„ეს იყო შურისძიების აქტი, რომელიც ძალზე ამაზრზენი მანერით განხორციელდა. თქვენ იცით, რომ ერთი კვირის წინ მოსულში ავიადარტყმების დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად, როგორც იტყვიან, კუთხეშია მომწყვდეული. მათ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციები დაკარგეს. ბუნებრივია, ეს იყო ასიმეტრიული დარტყმა იმ ძალებზე, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, — განაცხადა ვახტანგ მაისაიამ Sputnik-თან.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტერორისტული შეტევის ადგილი გულდასმით იყო შერჩეული. ვახტანგ მაისაიას აზრით, ესაა ტერორისტების მხრიდან როგორც თურქეთის მოსახლეობის, ისე მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევა.

„დარტყმის ობიექტი შემთხვევით არ იყო შერჩეული, რადგან ათათურქის სახელობის აეროპორტი არა მარტო სატრანზიტო ცენტრია, არამედ ეს ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონა და დასავლეთ-აღმოსავლეთის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი არტერიაა… ეს იყო არა მხოლოდ თურქეთზე, არამედ მთელს დასავლეთზე დარტყმა. გარდა ამისა, დაიღუპნენ უცხოელებიც, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებიც. ასე რომ, ეს დარტყმა მიმართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობაზე“, — დასძინა ვახტანგ მაისაიამ.

აფეთქებები აეროპორტში ასევე უარყოფითად იმოქმედებს თურქეთის ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია.

თურქეთში ტერაქტი მოხდა - Sputnik საქართველო
მასმედიამ სტამბულის ტერაქტი „ხალიფატის“ გამოცხადების წლისთავს დაუკავშირა

„ეს თურქეთის ეკონომიკაზე უკვე აისახა. პირველ რიგში, ის უკვე დაზარალდა მიგრანტების დიდი ნაკადისგან. ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციაზე მას უარი განუცხადა. ამასთან, უფასურდება თურქული ლირა და ინფლაციამ უკვე 8-9%-ს მიაღწია“, — განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას, ანალიტიკოსის აზრით, თურქეთმა უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა როგორც თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ისე თავის უახლოეს მეზობელთან — საქართველოსთან.

არასტაბილური თურქეთი არავის აწყობს, ვითარების დესტაბილიზაცია მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ აძლევს ხელს, დაასკვნა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბავი
0