თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აფეთქებები სტამბულის აეროპორტში, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მიერ „ხალიფატის“ გამოცხადების წლისთავს უკავშირდებოდეს, მიიჩნევს ბაღდადში Washington Post-ის წარმომადგენლობის ბიუროს ხელმძღვანელი ლავდეი მორისი.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ხალიფატი“ სირიისა და ერაყის დაპყრობილ ტერიტორიებზე 2014 წლის ივნისში გამოაცხადა.
„სტამბულის აეროპორტზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ხალიფატის გამოცხადების მეორე წლისთავს დაემთხვა. უფრო ზუსტად, რამდენიმე საათით ადრე. ალ-ბაღდადიმ ხალიფატი 29 ივნისს გამოაცხადა“, — განაცხადა მორისმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში თავის ოფიციალურ გვერდზე.
#Istanbul airport attack comes on the second anniversary of Islamic State declaring its Caliphate https://t.co/1GWzqZW2qQ
— Loveday Morris (@LovedayM) 28 июня 2016 г.
სტამბულის აეროპორტში აფეთქებები აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა.