საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან განმარტებას მოითხოვს

© photo: courtesy of World Health Organizationჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ლიდერობს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე სიცოცხლისთვის საფრთხეს ქმნის.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან იმ მონაცემების დაზუსტებასა და განმარტებას მოითხოვს, რომლებიც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევაშია გამოყენებული.

IEA-ს კვლევის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ლიდერობს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე სიცოცხლისთვის საფრთხეს ქმნის. გამოკითხვის შედეგებმა ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
საქართველოში ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

„უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ გამოიყენება მეთოდოლოგიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დააკავშირებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხს სიკვდილიანობასთან სხვა ფაქტორებისაგან (მაგ. შენობების შიგნით ჰაერის ხარისხი, მწეველების რაოდენობა) მოწყვეტით”, — აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მონაცემები, რომლებიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გარემოს დაცვის სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის სათანადო მართვასა და მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას.

შიდსი - Sputnik საქართველო
ექიმის რჩევები საქართველოს მოსახლეობას — როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერისგან

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს ატმოსფერულ ჰაერში აზოტის და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის შემცველობის დადგენის მიზნით. მიღებული შედეგების შედარება ევროპულ ნორმებთან არც ერთ შემთხვევაში არ გვაძლევს მაღალი გადახრის სურათს.

მიზეზთა შორის, თუ რატომაა საქართველოში ჰაერი ასეთი დაბინძურებული, დასახელებულია გაუმართავი ტრანსპორტი და უხარისხო საწვავი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ანგარიშში მოცემული მონაცემების შესწავლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პერიოდულად გამოაქვეყნებს შედეგებს.

ყველა ახალი ამბავი
0