ისტორია ადამიანისა, რომელმაც ორნახევარ წელიწადში 100 კილოგრამი დაიკლო

CC BY 2.0 / Tony Alter / Full-Figured Manადამიანმა უნდა აღიაროს, რომ პრობლემა მხოლოდ სხეულში კი არა, არამედ გონებაშია
ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ პრობლემა მხოლოდ სხეულში კი არა, არამედ გონებაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეთოდი, რომელიც სწორი კვებისა და თქვენ მიერ განცდილი ფიზიკური, აზრობრივი და ემოციური სტრესის შემცირების შერწყმაზეა დაფუძნებული, ყველაზე ადვილი ხერხია, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ ზედმეტი წონა, ამბობს ჯონ გებრიელი.

ის 185 კილოგრამს იწონიდა. მოსინჯა ყველანაირი დიეტა, ვარჯიში, გასახდომი აბები, ექიმსაც ეწვია, მაგრამ – უშედეგოდ.

ყველა დიეტა ერთი შედეგით მთავრდებოდა. გებრიელი დიდი ძალისხმევითა და ნებისყოფით ცოტას იკლებდა წონაში, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდებოდა – იწყებდა ჭამას, რასაც იკლებდა, იმ კილოგრამებს რამდენიმე დღეში ინაზღაურებდა, ხოლო კვირის ბოლოს კიდევ 1–2 კილოს უმატებდა. როგორც ჯონ გებრიელი აღნიშნავს, ეს 1990–დან 2001 წლამდე გრძელდებოდა, როდესაც მან თავის მაქსიმალურ წონას – 185 კილოგრამს მიაღწია.

მაშინ კი მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. 2001 წლის 11 სექტემბერს მას ტერორისტების მიერ ხელში ჩაგდებულ ერთ–ერთ თვითმფრინავზე დააგვიანდა. ამან გებრიელი დააფიქრა. მან გააცნობიერა, რომ სამყარო მას მეორე შანსს აძლევდა და ის ვალდებული იყო, ეს შანსი გამოეყენებინა.

გებრიელმა გადაწყვიტა, აღარასდროს დაეცვა დიეტა. ამის ნაცვლად შეეცადა გაეგო, რატომ ისწრაფვოდა მისი სხეული წონის დაგროვებისკენ. „თუ ეს გამომივა, მაშინ შესაძლებელია მივხვდე, როგორ დავიკლო წინაში“. მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული პენსილვანიის უნივერსიტეტში ბიოქიმიის დარგში და დაიწყო მასალების კითხვა ჰორმონების, ენზიმების, ნეიროტრანსმიტერებისა და ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომლებიც წონის ბუნებრივ კლებას უწყობს ხელს.

© FL/Brian Faganსწრაფი კვება
სწრაფი კვება - Sputnik საქართველო
სწრაფი კვება

მან თანდათან გააცნობიერა, რომ წონის დასაკლებად მხოლოდ კალორიების დათვლა საკმარისი არაა, ამისთვის სხეულში ჰორმონალური ბალანსის დაცვაა საჭირო. სტრესი და უარყოფითი ემოციები ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. ამისთვის კი საჭიროა ადამიანმა აღიაროს, რომ პრობლემა მხოლოდ სხეულში კი არა, არამედ გონებაშია. დამოკიდებულება პრობლემისადმი ყოვლისმომცველი უნდა იყოს, უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ კონტროლს – რას და როდის ვჭამთ, არამედ ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის ანალიზსაც.

შედეგად, გებრიელს ყველაფერი გამოუვიდა – მან ორნახევარი წლის განმავლობაში 100 კილოგრამზე მეტი დაიკლო და თანაც – ყოველგვარი დიეტის გარეშე. როგორც ის ამბობს, უკვე მას შემდეგ ამ წონას ინარჩუნებს, ჭამს იმას, რაც უნდა და როდესაც უნდა.

როგორ მიაღწია ამას ჯონ გებრიელმა – მისი გამოცდილება:

•    მან შეწყვიტა საკუთარი სხეულის დიეტებით ტანჯვა. ამის ნაცვლად სწორად კვება დაიწყო

გებრიელს კვლევები დაეხმარა გაეგო, რომ მისი სხეული, სინამდვილეში, შიმშილობდა – არა პირდაპირი გაგებით. მას გამუდმებით არ ჰყოფნიდა გარკვეული საკვები ნივთიერებები, მაგალითად, ომეგა–3, ცოცხალი მწვანილი და ხარისხიანი ცილები. ჯონმა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ სხეულს რაც შეიძლება მეტი სწორი საკვები ნივთიერებები მიეღო. თუ ხანდახან სწრაფი კვების რესტორანში ჭამა ან ტკბილეული მოუნდებოდა, ამაზე საკუთარ თავს უარს არ ეუბნებოდა, მაგრამ თანდათანობით გააცნობიერა, რომ ეს სურვილიც ნელ-ნელა უქრებოდა. მისი სხეული ეგუებოდა ხარისხიან და სწორ საკვებს და მან დაიწყო იმის გააზრება, რომ სწორედ ასეთი საკვები სჭირდებოდა.

•    ის განიკურნა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემისგან

კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს - Sputnik საქართველო
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

როგორც გამოირკვა, იმის ერთ–ერთი მიზეზი, რომ სხეულს ასე არ ჰყოფნიდა გარკვეული საკვები ნივთიერებები, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული პრობლემები იყო. ამიტომ ვერ იღებდა სხეული საკვებიდან საჭირო ნივთიერებებს. გარდა ამისა, საჭმლის მონელების პროცესში არსებული პრობლემები ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს, ამის შედეგად გამოყოფილ ჰორმონებს ორგანიზმი ცხიმის დაგროვების რეჟიმში გადაჰყავდა.

•    გაუმკლავდა ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს

ხვრინვა – ჭარბი წონის მქონე მრავალი ადამიანის დამახასიათებელი პრობლემაა. ხვრინვა ორგანიზმში ჰორმონალურ ფონს ქმნის, რაც, ორგანიზმში კორტიზოლის დონის ამაღლების გზით, ზედმეტი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. უმრავლეს შემთხვევებში ხვრინვა CPAP–აპარატით (Constant Positive Airway Pressure – ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმი მუდმივი დადებითი წნეხით) იკურნება. 

CPAP–აპარატის მეშვეობით გებრიელმა მოიწესრიგა ძილის პრობლემა, ამის შემდეგ ის უფრო ენერგიული გახდა, აქედან გამომდინარე, გაუქრა ენერგიის შევსების სურვილი ყველაზე ხელმისაწვდომი – ფასტ–ფუდის საკვებით ან ტკბილეულით. მისმა წონამ კლება დაიწყო და თან ისე, რომ უკან დაბრუნებაზე „აღარც უფიქრია“.

© FL/ Karen Roeბოსტანი
ბოსტანი - Sputnik საქართველო
ბოსტანი

•    დაიწყო სავარჯიშოები სტრესის დონის შესამცირებლად

ხვრინვის მსგავსად, სტრესი ორგანიზმში კორტიზოლისა და ანთების ჰორმონის ზრდას იწვევს. ეს ჰორმონები ადამიანში მუდმივი შიმშილის გრძნობას იწვევს და ორგანიზმი ასევე ცხიმის დაგროვების რეჟიმში გადაჰყავს. ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია სტრესის გარეშე ცხოვრების სწავლა. გებრიელმა ამისთვის ყოველ დილით მედიტაციისა და ვიზუალიზაციის პრაქტიკა დაიწყო, ეს კი სტრესის დონის შემცირებაში დაეხმარა.

•    დაიწყო მშვიდი და სრულფასოვანი ცხოვრება

გებრიელმა შეამცირა თავისი ხარჯები. შეიცვალა საცხოვრებელი სახლი, დაიწყო საკუთარი საკვები პროდუქტების მოყვანა. ამის წყალობით მისი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და სრულფასოვანი გახდა. მას ძალიან მოსწონდა, როცა მოშივდებოდა, გასულიყო თავის ბაღში და მოეწყვიტა ახალი ხილი ან ბოსტნეული. მისი ორგანიზმი გაიწმინდა სტრესის ჰორმონებისგან, რომლებიც მასში ცხიმის დაგროვების მანქანად იყო ქცეული.

•    გაერკვა საკუთარ ემოციებსა და მისგან გამოწვეულ პრობლემებში

პარადოქსულად ჩანს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ზედმეტი წონა უსაფრთხოების გრძნობას უჩენს – მათ ჰგონიათ, რომ ცხიმის ფენა გარე სამყაროსგან იცავს. ასეთი გრძნობა ჰქონდა გებრიელსაც. ის გაუმკლავდა იმ ემოციურ პრობლემებს, რომლებიც მას „დამატებითი უსაფრთხოებისკენ“ უბიძგებდა. როგორც ის აღნიშნავს, დაიწყო „საკუთარი შიშებისა და ფობიების ვიზუალიზაცია“, რაც დაეხმარა წარსულის ტრავმებისგან გათავისუფლებაში და თავისი სხეულის დარწმუნებაში, რომ ის ამ ზედმეტი წონის გარეშე უფრო კარგად იქნებოდა.

გებრიელი ირწმუნება, რომ ეს პრობლემა ფართოდაა გავრცელებული. მან კლიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ მისი კლიენტების 65–70%–ს თავდაცვის მექანიზმად სწორედ ეს ფორმა ჰქონდა არჩეული. გებრიელმა ამას „ემოციური სიმსუქნე“ უწოდა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი გაერკვევა თავის ემოციებში და გაწყვეტს კავშირს საკუთარ ასოციაციებში ზედმეტ ცხიმსა და უსაფრთხოებას შორის, ცხიმი შეწყვეტს თავისი „დანიშნულების განხორციელებას“.

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

•    გათავისუფლდა ტოქსინებისგან

მას შემდეგ, რაც ჯონ გებრიელმა დაახლოებით 80 კილოგრამი დაიკლო, პროცესი შეჩერდა. ის ტოქსინებით დაინტერესდა. გამოარკვია, რომ სხეული ცხიმის უჯრედებს მასში მოხვედრილი იმ ტოქსინების შესანახად იყენებს, რომლის გადამუშავებასა და გარეთ გამოდევნას ვერ ასწრებს. ის მიხვდა, რომ დარჩენილი 20 კილო, რომლის დაკლებაც სურდა, ტოქსინების ნამდვილ „საწყობს“ წარმოადგენდა. ის საკუთარი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას შეუდგა.

დაიწყო მეტი რაოდენობით მჟავე სითხეების, მაგალითად, ლიმონიანი წყლის, ვაშლის, ბოსტნეულის წვენის, ასევე დიდი რაოდენობით ცოცხალი ბოსტნეულის სალათების მიღება. ამის შემდეგ „უკანმოუხედავად“ გაქრა ის ბოლო 20 კილოგრამიც.

ჯონ გებრიელი ამბობს: „ჩემი მეთოდი, რომელიც სწორი კვებისა და თქვენ მიერ განცდილი ფიზიკური, აზრობრივი და ემოციური სტრესის შემცირების შერწყმაზეა დაფუძნებული, ყველაზე ადვილი ხერხია, ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ ზედმეტი წონა“. მისი მეთოდით რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაიკლო წონაში, ისინი მუშაობენ საკუთარ თავზე და გასაოცარ შედეგებს იღებენ.

ვისაც ზედმეტი წონა გაწუხებთ, ნამდვილად ღირს საკუთარ თავზე მუშაობა, დარწმუნებული ვარ, ყველაფრის, ყველანაირი დაავადებისა და მათ შორის სიმსუქნის თავი და თავი სწორედ სტრესულ ვითარებაში ცხოვრება და გამუდმებული ნერვიულობაა. ასე რომ, ვეცადოთ, დავმშვიდდეთ და ცხოვრებას ნათელ ფერებში შევხედოთ – ძნელია, მაგრამ თუ სიცოცხლე და ცხოვრება გვინდა, ამას უნდა მივაღწიოთ! წარმატებებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0